სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 04/109707
დოკუმენტის მიმღები სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
04/109707
10/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო

ანგარიში

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მიზნით, წარმოგიდგენთ სსიპ – სოციალური მომსახურების  სააგენტოს 2013 წლის ანგარიშს, საჯარო ინფორმაციის  გაცემის მდგომარეობის შესახებ.

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 1343  განცხადება. აქედან, დადებითი პასუხი გაცემულ იქნა  1265 განცხადებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 13 განცხადება,  უარი ეთქვა – 65 განმცხადებელს, ვინაიდან, მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს.

              2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა  საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27– და 44– მუხლების ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე–3 მუხლის, ,,პაციენტის უფლებების შესახებსაქართველოს კანონის 27–, 28– მუხლების საფუძველზე.

             3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების თანახმად, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიბათა განხორციელების მიზნით, შექმნილია სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის ფორმირების უწყვეტ პროცესს უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

             4. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არცერთი  გასაჩივრებულა.

5. სააგენტოში დასაქმებულთა მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია.

დირექტორის მოადგილე მ. მაჭავარიანი