სსიპ იუსტიციის სახლის წლიური ანგარიში

  • Word
სსიპ იუსტიციის სახლის წლიური ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 1839
დოკუმენტის მიმღები სსიპ იუსტიციის სახლი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1839
10/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
სსიპ იუსტიციის სახლის წლიური ანგარიში
სსიპ იუსტიციის სახლი

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ - იუსტიციის სახლის წლიური ანგარიში

(2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2013 წლის 10 დეკემბრამდე )

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ -იუსტიციის სახლში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ.

1.      საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ - იუსტიციის სახლში შემოვიდა 44 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით არავის მოუმართავს. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

1.1.             38 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 3-ნაწილობრივ.

1.2.             2 განცხადება არ დაკმაყოფილდა.

1.3.             1 განცხადება სრულად, ხოლო 3 ნაწილობრივ გადაეგზავნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული განაცხადები ძირითადად შეეხებოდა შემდეგ საკითხებს :

- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია: შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები (კონკურსით იქნა დანიშნული თუ კონკურსის გარეშე ); კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები /შედეგები ; თანამშრომელთა დანიშვნასთან დაკავშირებული დოკუმენტები ; არსებული ვაკანტური თანამდებობების რაოდენობა ; თანამშრომელთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში ; თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძვლები (გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე თუ ხელმძღვანელობის ინიციატივით ); ანაზღაურებადი /აუნაზღაურებელ შვებულებით , დეკრეტული შვებულებით სარგებლობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში ;     

- თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ოდენობა;

- სსიპ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა (ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათი მოვლა/შენახვა) და ამა თუ იმ კუთხით გაწეული ხარჯები (სოციალური რეკლამა, ქველმოქმედება).

3. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი ერთ შემთხვევაში იყო ის, რომ განმცხადებელი ითხოვდა აღმასრულებელი პრივილეგიით დაცულ ინფორმაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული სსიპ იუსტიციის სახლში.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას იუსტიციის სახლი ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

საანგარიშო პერიოდოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა .

4. საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ გამჟღავნებულა და მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდება არ მომხდარა.

5. სსიპ - იუსტიციის სახლის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. იუსტიციის სახლში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

გარდა აღნიშნულისა, სსიპ „იუსტიციის სახლს“ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სსიპ-ებთან (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული ბიურო და სხვა) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე აქვს დაშვება მათ ელექტრონულ ბაზებთან, სადაც დაცული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია.

2013 წლის განმავლობაში სსიპ იუსტიციის სახლის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ შინაგანაწესით, პრევენციის მიზნებისათვის, თანამშრომლის მიმართ გათვალისწინებულია მკაცრი სანქცია იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.

 

აღმასრულებელი დირექტორი                      ნ. ჩიჩუა