დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში
საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიშს:
ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თობაზე შემოვიდა - 881 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 881 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების მიმღები პირი - სკოლის დირექტორი ნანა დოლიძე; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - ანა ომანაძე;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის თაობაზე შემოსული მოთხოვნის და მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა - 109;
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხონები არ დაირღვა შესაბამისად არ გამოყენებულა დისციპლინური სახდელი;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად არ გასაჩივრებულა;
ზ) სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხები არ გაცემულა.
ქ. თბილისის №100 საჯარო
სკოლის დირექტორის მ/შ ნანა დოლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები