დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში გამგეობაში საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
2013 წლის განმავლობში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 35 განცხადება, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულ იქნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს 2013 წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლის მანძილზე არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის, ნინო სუხიაშვილის მიერ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევას, აგრეთვე პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო დაწესებულებებთან, ისე არასამთავრობო, საერთაშორისო და მედიაორგანიზაციებთან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების,
ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის სპეციალისტი ნ. სუხიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები