გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ანგარიში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წელს გაცემული

საჯარო ინფორმაციის შესახებ

 

 მოგახსენებთ, რომ საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისსაფუძველზე , საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება , მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო დაწესებულება ვალდებულია , გასცეს შესაბამისი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან/და კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე , დანიშნულია საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსულია 61 კორესპონდენცია. ამათგან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მომართა 15 ფიზიკურმა და 38 იურიდიულმა პირმა. 8 ფიზიკურმა პირმა კი აირჩია საჯარო ინფორმაციის მიღების ზეპირი ფორმა. (რიგ შემთხვევებში საჯარო ინფორმაციის გადაგზავნა, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხდებოდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე არ უთქვამს უარი.

 საჯარო ინფორმაციას, ძირითადად, ითხოვენ საკრებულოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე გარკვეული ინფორმაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობასა და თანამდებობრივი სარგოების, საკრებულოში ფრაქციათა და მუდმივმომქმედი კომისიების რაოდენობის, გაცემული ფულადი ჯილდოების, გათავისუფლებულ ან/ და ახლად დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ.

 აქვე გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტში შეიტანა 15 ლარის ოდენობის მოსაკრებელი.

 მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას წინასწარ ეგზავნებათ შეტყობინება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ.