სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში

  • Word
სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში
სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლა

სსიპ - ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში

 

საქართველოს „ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ - ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და  გაცემის შესახებ 2013 წლის ანგარიში:

ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თობაზე შემოვიდა - 2039 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე  მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 2039 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების მიმღები პირი - სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე;  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი -  მაია გელაძე;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის თაობაზე შემოსული  მოთხოვნის და მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა -  637;

დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხონები  დაირღვა და  გამოყენებული იქნა 9  დისციპლინური სახდელი;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად არ გასაჩივრებულა; 

ზ) სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები  და მათ შორის  მხარის სასარგებლოდ   თანხები არ გაცემულა.

 

ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის

დირექტორის მ/შ                                                         ი. ომანაძე