დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.002.823 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კულტურული ფასეულობის ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებისა და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების გარეშე;“;
ბ) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო- ფოტო-ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4716–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები