დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის ანგარიში
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია :
1. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოსულია 107 მოთხოვნა;
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა ;
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის ან მდივნის მიერ მიღებულ იქნა 11 გადაწყვეტილება;
4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ან მდივნის მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება;
5. საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის ან მდივნის მიერ მიღებულ იქნა 96 გადაწყვეტილება;
6. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება;
7. ცესკოს მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა;
8. ცესკოს მიერ შეგროვებულ, დამუშავებულ და შენახულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები. 21 საჯარო მონაცემთა ბაზა იქნა სხვისთვის გაცემული, ხოლო პერსონალური მონაცემები სხვისთვის არ გაცემულა;
9. ცესკოს საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და, შესაბამისად, არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დადებია დისციპლინური სახდელი;
10. ცესკო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, ხოლო სხდომის დახურვის ფაქტს არ ჰქონია ადგილი;
11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 11 გადაწყვეტილებიდან არცერთი არ გასაჩივრებულა;
12. ცესკოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან ცესკოს სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, ცესკოს არ გაუწევია.
საოლქო საარჩევნო კომისიები :
1. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოსულია 825 მოთხოვნა;
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა ;
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ან მდივნების მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება;
4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ან მდივნების მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება;
5. საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ან მდივნების მიერ მიღებულ იქნა 825 გადაწყვეტილება;
6. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ან მდივნების მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება;
7. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საკუთარი სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა;
8. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შეგროვებულ, დამუშავებულ და შენახულ იქნა მონაცემები, მათ შორის, პერსონალური. სხვისთვის გაცემულ იქნა საჯარო მონაცემთა ბაზები, ხოლო პერსონალური მონაცემები სხვისთვის არ გაცემულა;
9. საოლქო საარჩევნო კომისიის საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და, შესაბამისად, არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დადებია დისციპლინური სახდელი;
10. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისა და სხდომების დახურვის ფაქტებს არ ჰქონია ადგილი;
11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, გასაჩივრების ფაქტს არ ჰქონია ადგილი;
12. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან ცესკოს სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, ცესკოს არ გაუწევია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები