საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიური პირის საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის

ანგარიში

სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 3 წლის ანგარიშ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს

საანგარიშო პერიოდში (2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე) სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 11 იურიდიული პირის განცხადება, მათ შორის 9 შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით, ხოლო 2 მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის.                            

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 11 საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია  მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი  საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა,  რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 11 მოთხოვნა გაცემულ იქნა  ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფსა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს რამაზ ღვინეფაძეს.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციისპროაქტიურად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.

,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს 219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება  სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში  ,,ზოგადი ინფორმაცია“.