„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017488
321
09/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
010220020.10.003.017488
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321

2013  წლის 9 დეკემბერი

   ქ.თბილისი

 

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 18 აპრილის №83  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შეიქმნას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი  სამთავრობო კომისია (შემდგომში –კომისია) და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა:

დავით  ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი

შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი

ალექსანდრე ჭიკაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი

ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი

მირიანე ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი

დავით დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი

დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის  პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი სოლომონია – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი ამაშუკელი - საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი

მიხეილ ახვლედიანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი ბაქრაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი გახარია – საგადასახადო ომბუდსმენი, კომისიის წევრი

ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი

ბადრი გიორგიძე - საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი

დავით მორალიშვილი – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი