დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7880 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიშს:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 30 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 29 მოთხოვნა, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ იქნა ერთი მოთხოვნა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ეყრდნობოდა საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ზ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავება-გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გივი გიუტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები