დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 691 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია სულ 22 განაცხადი; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთი განაცხადი არ შემოსულა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის უარის თქმის თაობაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.
ბ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 21 გადაწყვეტილება, ხოლო აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია 1 გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების თაობაზე საკითხი კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას არ განუხილია.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.
ე) მცხეთის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სარგებლობდა (ხელმძღვანელობდა) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ვ) საჯარო ინფრომაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არავის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებს, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილ თანხებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი არ ჰქონია.
პატივისცემით,
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები