დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3977 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 06/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:
მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2013 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 27 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:
არასამთავრებო ორგანიზაციიდან - 5
მოქალაქისაგან - 17
საადვოკატო ბიუროსაგან - 3
ადმინისტრაციული ორგანოებიდან - 2
შემოსული განცხადებებიდან 24 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო 2 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ
ხათუნა თავდგირიძე _ 2009 წლის 10 სექტემბრიდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური
სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
კანცელარიისა და მოქალაქეთა ხათუნა თავდგირიძე
მისაღები განყოფილების უფროსი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები