ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში

  • Word
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კოდექსის დებულების შესრულების თაობაზე

 

2013 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 62 განცხადება. აღნიშნული განცხადებები სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

-  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შემოსულა;

-  2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ადმინისტრაციული წესით. აგრეთვე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ზემდგომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;

-  2013 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 10 ლარი;

-  საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;

-  საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი და დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევა 2013 წლის განმავლობაში არ შემდგარა.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

გამგებელი                                         ვ. ალიბეგაშვილი