თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები თელავის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
05/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
თელავის რაიონული სასამართლო

                                                                                                          

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო

ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

           

            სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:  მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების   გაცნობას და ა. შ.

           

2013 წლის განმავლობაში თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა  22  განცხადება მათ შორის:

 

1. საქართველოს სახალხო დამველის აპარატის - 5;

 

2. არასამთავრობო ორგანიზაციის - 11

 

3. მოქალაქის განცხადება   - 6;

 

            შემოსული განცხადებებიდან 20  მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2  შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა. 

            მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ  სასამართლოს მენეჯერის ნანა თეთრაულის მიერ. 

             საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა თელავის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

            საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო

ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მენეჯერი                                                                      ნანა თეთრაული