საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს უზენაესი სასამართლო
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და . .

 

2013 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 388 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 376 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 12, მათ შორის, 11 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:

 

1.            გოჩა დიდავამ - სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 79, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 72, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 7 (ექვსი მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას).

 

2.             გიორგი გეგელიამ - სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 98; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

3.            ვანო ბოლქვაძემადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 106; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

4.            ნოდარ ბერიძემ - სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 47; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

5.            ზურაბ სინატაშვილმა - სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 6; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

6.            ირაკლი გოცირიძემ - საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსმა - გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 1; მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

7.            ალექსანდრე წულაძემსასამართლო სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილემ _ გადაწყვეტილებათა რაოდენობა 51; მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 46, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 5 (ხუთივე მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა).

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38- მუხლისა დასაჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებკანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური - 624 ლარი და 45 თეთრი - დარეგისტრირებულია სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.

 

უზენაეს სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი _ www.supremecourt.ge, სადაც უზენაესი სასამართლო ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკურ კრებულს  “მართლმსაჯულება საქართველოში”, ხოლო ყოველთვიურად _ საერთო სასამართლოების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე, კრებულის სახით პერიოდულად ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანიდა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ყველა აქტუალური ინფორმაცია თავსდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.