დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | რუსთავის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
2013 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მასმედიის წარმომადგენელთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 9 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 7 განცხადება, 2 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. 2 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 7 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, სასამართლოში მოსამართლეთა და მათ მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ, სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას სასამართლო მასალების, აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით.
საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, კანცელარიის უფროსი ან კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების სპეციალისტი.
სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტვებგვერდი courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული. რაც შეეხება თვით სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას – სასამართლოს შექმნილი აქვს მასალების აღრიცხვის (საძიებო) კომპიუტერული პროგრამა ექსელში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები