დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 581233 |
| დოკუმენტის მიმღები | ქ.ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ანგარიში
წარმოგიდგენთ ქ . ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა /არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ ქ . ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიშს :
ა ) საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2013 წლის განმავლობაში შემოვიდა 2(ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა . საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .
ბ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
გ ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში რესურცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .
დ ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .
ე ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ “ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .
საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით :
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 2 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
ქ. ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები