დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის № 87 საჯარო სკოლის
ანგარიში
სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის № 87 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
1. დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა
2. დაწესებულების ბიუჯეტი
3. სკოლის მოსწავლეთა ბაზა
4. პედაგოგთა და ტექნიკური მუშაკების ბაზა
5. დირექციის ბაზა
6. საშტატო განრიგი
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2013 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. 1997 წელს დაბადებულ ჭაბუკთა მონაცემები;
2. სკოლის მედალოსან მოსწავლეთა მონაცემები;
3. სხვადასხვა წელს სკოლადამთავრებულთა სწავლის ფაქტის და ატესტატის ნამდვილობის შესახებ მონაცემები;
4. უცხოეთში მიღებული განათლების მქონე მოსწავლეების შესახებ მონაცემები;
5. ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეთა მონაცემები;
6. საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მონაცემები;
7. ცნობები პერსონალის ხელფასის შესახებ;
8. ცნობები მოსწავლეთა სკოლაში სწავლის შესახებ;
9. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გასულ მოსწავლეთა მონაცემები;
10. ექსტერნის გამოცდაზე გასულ მოსწავლეთა მონაცემები.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2013 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 29 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
2. 0 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე;
3. 29 მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
4. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა;
5. 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის
ქალაქ თბილისის № 87 საჯარო მ. ბეჟანიშვილი
სკოლის დირექტორის მ.შ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები