საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის

 

ანგარიში

 

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

 

1. საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 34 მოთხოვნა, მათ შორის „საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან“ 3 განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ 2 განცხადება; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ 6 განცხადება, სსიპ - სოციალური მომსახურების საგარეჯოს რაიონული განყოფილებიდან 1 განცხადება, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან“ 4 განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადან“ 1 განცხადება, „სამოქალაქო ზედამხედველობის ინსტიტუტიდან“ 4 განცხადება,  ტელეკომპანია“ მე-9 არხის“ ჟურნალისტის კახა კუპატაძის 1 განცხადება და 12 მოქალაქის განცხადება; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა. მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება  არ მიუღია.

2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 34. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3. არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვის და სხვისთვის გადაცემა.

4. საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი;

5. საკრებულოს არ მიუღია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან,   აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა.