ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

  • Word
ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ბათუმის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

      სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

      2013 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 44 განცხადება, მათ შორის:

 

არასამთავრობო ორგანიზაციის    -    13

მოქალაქის განცხადება   -   19 

ჟურნალისტის განცხადება  -  2

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის - 6

საქართველოს პარლამენტის - 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - 1

საქართველოს შსს ანტიკორუფციული სააგენტოს - 1

საქველმოქმედო ფონდის - 1

 

შემოსული განცხადებებიდან 38 მოთხოვნა დაკმაყოფილდა,

06  არ დაკმაყოფილდა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ

ლალი ქუთათელაძე - 2009 წლის  07 ოქტომბრიდან ბათუმის საქალაქო  სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო  სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა 1 გადაწყვეტილება,  საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს   ადგილი არ ჰქონია.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღები განყოფილების უფროსი                                           ლ. ქუთათელაძე