დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016154 |
|
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ,, საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი #1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
ატესტაციისას მოხელთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილ;ებით განსაზღვრულუ დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 4 დეკემბრით დაამტკიცოს დანართი №2 ფორმით განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოს აღწერილობები. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
.ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს,გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა).ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ).საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Misrosoft Office Word, Misrosoft Office Excel) და Internet ExpLorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა; გ.ა). საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, გ.გ.) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, გ.დ.) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ,,; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II, III და IV თავები); გ.ვ.) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება: გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. |
| მუხლი 2 |
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე(საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო ანარები. |
| მუხლი 3 |
გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობა. |
| მუხლი 5 |
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილ ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები |
| მუხლი 6 |
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები |
| მუხლი 7 |
სახანძრო–სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე–მაშველის სერტიფიკატი |
დანართი №2
|
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა |
| მუხლი 1 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სამუშაოთა აღწერილობის დანართის განმარტება. |
ორგანიზაციული ერთეული – მიეთითება სტრუქტურული ერთეულის დასახელება
თანამდებობის დასახელაბა – მიეთითება შტატით გათვალისწინებული თანამდებობა, პოზიცია (ფუნქცია) – მიეთითება ის კონკრეტული ფუნქცია/როლი, რომლის შემცირებაცევალება მითითებულ თანამდებობაზე დანიშნულ თანამშრომელს. ანუ იდენტურ თანამდებობაზე შესაძლოა განსხვავებული ფუნქციების (პოზიციების) მიბმა ანაზღაურება – მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა სამუშაოს განაკვეთი – მიეთითება განაკვეთის სახეობა( სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი(დისტანციური) ფუნქცია – დეტალურად ჩამოითვლება ის საკითხები, რომელთა შესრულებაც ევალება ამ თანამდებობის პირს. პრიორიტეტულობა – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება მისი მნიშვნელობით (მაღალი,საშუალო,დაბალი) დროის დანახარჯი(%) – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება თანამდებობის პირის მიერ ამ საკითხზე სამუშაო დროის ხარჯვის პროცენტული მაჩვენებლით. ანგარიშვალდებულება – მიეთითება ის თანამდებობის პირი ვის წინაშეც უშუალოდ არის ანგარიშვალდებული ეს თანამდებობის პირი (ვისგან ხდება სამუსაოსთან დაკავშირებით დავალებების მიღება) ანგარიშვალდებულობის ფორმა – მიეთითება ანგარიშვალდებულობის პერიოდულობა (ყოველკვირეული, ყოველთვიური,კვარტალური) და ფორმა(წერილობითი,ზეპირი) სამსახურებრივი ზედამხედველობა – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) ვისაც უწევს ეს პირი სამსხურებრივ ზედამხედველოვას (აძლევს დავალებებს, ამოწმებს სამუშაოს შესრულებას და ა.შ.) ზედამხედველობის ფორმა – მიეთითება ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა (პერმანენტული, დავალების შესრულების შემდგომი, პერიოდული)და წესი (ზეპირი,წერილობითი) საქმიანი შიდა კონტაქტი – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება. შიდა კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ) საქმიანი გარე კონტაქტი –მიეთითება დაწესებულების გარეთ ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულება(დაწესებულებები), ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება. გარე კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობათა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ) სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალურიუ რესურსები – მიეთითება განათლება– (ხარისხი) – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების ხარისხი(დოქტორი,მაგისტრი,ბაკალავრი) სფერო/ფაკულტეტი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების სფერო დარგი– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო დარგობრივი ცოდნა (იურიდიული,ეკონომიკური,განათლება, აუდიტი და ა.შ). გამოცდილების ხანგრძლივობა– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოსშესასრულებლად სავალდებულო და სასურველი სამუშაოს გამოცდილების სტაჟი სამუშაოს შესრულებისათვის საირო ნორმატიული აქტები – მიეთითება ის სავალდებულო ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნას აუცილებელია მოხელის მიერ თანამდებობით დადგენილი ფუნქციების შესასრულებლად.(ნიმუშში მითითებულია მხოლოდ ის ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნაც საჭიროა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის(გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურისა) ტრენინგების თემატიკა – მიეთითება იმ შესაძლო ტრენინგების თემატიკა,რომელთა გავლაც საჭიროა ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად. უცხოური ენა – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი უცხო ენები უცხოური ენების ცოდნის დონე – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებულისამუშაოს შესასრულებლად უცხო ენების ზეპირი და წერითი საჭირო ცოდნის დონე კომპიუტერული პროგრამები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კომპიუტერული პროგრამები(საოფისე პროგრამები, სტატისტიკური პროგრამები, ანგარიშგების/საბუღალტრო პროგრამები, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამები და ა.შ) და მათი ცოდნის დონე საკვანძო კომპეტენციები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები(მოცემული ცხრილიდან ერთი ან რამდენიმე)
ორგანიზაციული ერთეული – მიეთითება სტრუქტურული ერთეულის დასახელება თანამდებობის დასახელაბა – მიეთითება შტატით გათვალისწინებული თანამდებობა, პოზიცია (ფუნქცია) – მიეთითება ის კონკრეტული ფუნქცია/როლი, რომლის შემცირებაცევალება მითითებულ თანამდებობაზე დანიშნულ თანამშრომელს. ანუ იდენტურ თანამდებობაზე შესაძლოა განსხვავებული ფუნქციების (პოზიციების) მიბმა ანაზღაურება –მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა სამუშაოს განაკვეთი – მიეთითება განაკვეთის სახეობა( სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი(დისტანციური) ფუნქცია – დეტალურად ჩამოითვლება ის საკითხები, რომელთა შესრულებაც ევალება ამ თანამდებობის პირს. პრიორიტეტულობა – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება მისი მნიშვნელობით (მაღალი,საშუალო,დაბალი) დროის დანახარჯი(%)– ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება თანამდებობის პირის მიერ ამ საკითხზე სამუშაო დროის ხარჯვის პროცენტული მაჩვენებლით. ანგარიშვალდებულება –მიეთითება ის თანამდებობის პირი ვის წინაშეც უშუალოდ არის ანგარიშვალდებული ეს თანამდებობის პირი (ვისგან ხდება სამუსაოსთან დაკავშირებით დავალებების მიღება) ანგარიშვალდებულობის ფორმა – მიეთითება ანგარიშვალდებულობის პერიოდულობა (ყოველკვირეული, ყოველთვიური,კვარტალური) და ფორმა(წერილობითი,ზეპირი) სამსახურებრივი ზედამხედველობა –მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) ვისაც უწევს ეს პირი სამსხურებრივ ზედამხედველოვას (აძლევს დავალებებს, ამოწმებს სამუშაოს შესრულებას და ა.შ.) ზედამხედველობის ფორმა – მიეთითება ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა (პერმანენტული, დავალების შესრულების შემდგომი, პერიოდული)და წესი (ზეპირი,წერილობითი) საქმიანი შიდა კონტაქტი – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება. შიდა კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ) საქმიანი გარე კონტაქტი–მიეთითება დაწესებულების გარეთ ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულება(დაწესებულებები), ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება. გარე კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობათა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ) სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები– მიეთითება განათლება – (ხარისხი)– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების ხარისხი(დოქტორი,მაგისტრი,ბაკალავრი) სფერო/ფაკულტეტი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების სფერო დარგი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო დარგობრივი ცოდნა (იურიდიული,ეკონომიკური,განათლება, აუდიტი და ა.შ). გამოცდილების ხანგრძლივობა – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოსშესასრულებლად სავალდებულო და სასურველი სამუშაოს გამოცდილების სტაჟი სამუშაოს შესრულებისათვის საჯარო ნორმატიული აქტები– მიეთითება ის სავალდებულო ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნას აუცილებელია მოხელის მიერ თანამდებობით დადგენილი ფუნქციების შესასრულებლად.(ნიმუშში მითითებულია მხოლოდ ის ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნაც საჭიროა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის(გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურისა) ტრენინგების თემატიკა – მიეთითება იმ შესაძლო ტრენინგების თემატიკა,რომელთა გავლაც საჭიროა ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად. უცხოური ენა – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი უცხო ენები უცხოური ენების ცოდნის დონე – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებულისამუშაოს შესასრულებლად უცხო ენების ზეპირი და წერითი საჭირო ცოდნის დონე კომპიუტერული პროგრამები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კომპიუტერული პროგრამები(საოფისე პროგრამები, სტატისტიკური პროგრამები, ანგარიშგების/საბუღალტრო პროგრამები, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამები და ა.შ) და მათი ცოდნის დონე საკვანძო კომპეტენციები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები(მოცემული ცხრილიდან ერთი ან რამდენიმე)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები