დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №82
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში შეტანილ იქნეს დამატება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 6 325 600 (ექვსი მილიონ სამას ოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების უზრუნველსაყოფად.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი რიგის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები