ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 15/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
81
15/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 15/02/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №81

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს მცხეთა-მთიანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის გამოეყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, აქედან:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის;

ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს ვ. მაღლაფერიძეს – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                                                                    ზ. ნოღაიდელი