კვალის ქუჩის ნაწილის ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე დამაგრებისა და განკარგვისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
კვალის ქუჩის ნაწილის ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე დამაგრებისა და განკარგვისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
75
14/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
000000000.00(0).000.000000
კვალის ქუჩის ნაწილის ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე დამაგრებისა და განკარგვისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №75

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

კვალის ქუჩის ნაწილის ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე დამაგრებისა და განკარგვისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გამიზნულია კვალის ქუჩის შესაბამისი ნაწილის მოქცევა რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობების წითელ ხაზებში მიწის ნაკვეთის აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე დასამაგრებლად:

1. მიეცეს თანხმობა ქ. თბილისის მერიას, რომ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე შენობა-ნაგებობების წითელი ხაზების დადგენისას მის საზღვრებში მოაქციოს კვალის ქუჩის შესაბამისი ნაწილი, როგორც შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ფართობი შემდგომი პრივატიზების მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოახდინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წითელი ხაზების საფუძველზე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სათანადო რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში.

 პრემიერ-მინისტრი                                                ზ. ნოღაიდელი