საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
74
14/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №74

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით მონაწილეობა მიიღოს პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში თურქეთის კომპანია „თიუსთაშ ინდასთრიალ ფლენთს ქო. ინქორპორეიშენის“ საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვაში და დაიცვას საქართველოს მთავრობის ინტერესები.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მონაწილეობისათვის.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №368 განკარგულება.

 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი