დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის განვითარების მიზნით ჯიხურების განთავსებისათვის მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №73
2007 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის განვითარების მიზნით ჯიხურების განთავსებისათვის მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს თანხმობა, რომ ქ. თბილისის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის განვითარების მიზნით ჯიხურების განთავსებისათვის იჯარით (10 წელი) გასცეს შემდეგი მიწის ნაკვეთები:
ა) ილია ჭავჭავაძის გამზირი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/14/14/10/11);
ბ) გამსახურდიას გამზირი, ბუკიას ბაღთან (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/10/17/4/56);
გ) რუსთაველის გამზირი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/15/4/16/26);
დ) დავით აღმაშენებლის გამზირი, „რკინიგზელთა სახლის“ წინ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/13/8/4/33).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები