აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
05/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
010320040.32.061.016056
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/12/2013 - 22/09/2017)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №24

2013 წლის  5 დეკემბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                  ვ. ყოლბაია

 

დანართი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის  გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და

კორუფციის შესახებ“;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

ი) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; 

კ) ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ლ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“;

მ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ნ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.