დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/073 |
| დოკუმენტის მიმღები | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.016003 |
|
„ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 303 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით (სსმ III, №5,16.01.02., №5, მუხლი 40) დამტკიცებულ ,,ნავთობისა და გაზის წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” (შემდგომში - წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. სააგენტოს დასკვნა გეგმის შესაბამისობაზე „2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო აღარ ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, მაშინ სააგენტო თავის თავზე იღებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ყველა საოპერაციო და კომერციულ მოვალეობებს, ისევე, როგორც ყველა მარეგულირებელ ფუნქციას, რომელიც ადრე არ იქნა დელეგირებული, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ |
2.
წესების 171 მუხლის „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „რ“, “უ“ „ფ“, „ღ“, „ყ“, „ჩ“, „ძ“, „ჰ2“, „ჰ4“, „ჰ24“, „ჰ25“, „ჰ30“, „ჰ31“, „ჰ32“, „ჰ33“, „ჰ36“, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. „დადასტურებული მარაგები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ რაოდენობას, რომელიც, თანახმად გეოსამეცნიერო და საინჟინრო მონაცემთა ანალიზისა, შეიძლება შეფასდეს გონიერი გარკვეულობით, რომ არის კომერციულად ამოღებადი, მოცემული თარიღიდან დაწყებული მომავალში, აღმოჩენილი ბუდობებიდან განსაზღვრული ეკონომიკური ვითარების, საოპერაციო მეთოდების და სახელმწიფო რეგულირების პირობებში. თუ გამოიყენება შეფასების დეტერმინისტული მეთოდები, ტერმინი ”გონიერი გარკვეულობის” ქვეშ იგულისხმება რწმენის მაღალი ხარისხი, რომ შეფასებული მოცულობები (1P) ამოღებული იქნება. თუ გამოიყენება ალბათობის თეორიაზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, უნდა იყოს არანაკლებ 90% ალბათობა იმისა, რომ ამოღებული რაოდენობა იქნება ტოლი ან გადააჭარბებს 1P შეფასებას“; „ი. „დამუშავება“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის ყველა ოპერაციას, რომელიც განხორციელდება საბადოზე შეფასებული მარაგების რაციონალურად მოპოვების მიზნით და რომელიც შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს): ჭაბურღილების ბურღვასა და ათვისებას, ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ჭაბურღილში თხევადი და აირადი ნივთიერებების ჩაჭირხნას; მოწყობილობების, მილსადენების, სისტემების, მიწისზედა ნაგებობებისა და დანადგარების დაპროექტებას, მშენებლობას, მონტაჟს, მიერთებასა და წინასწარ გამოცდას; ნავთობისა და გაზის მოპოვების, შეგროვების, პირველადი მომზადების, აზომვის, შენახვის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საჭირო საქმიანობას“; „კ. დასამუშავებელი ფართობი“ ნიშნავს ტერიტორიას სახელშეკრულებო ფართობის საზღვრებში, რომელიც მოიცავს შესაფასებელი ოპერაციების შედეგად განსაზღვრულ და დამუშავების პროგრამაში შემოკონტურებულ სივრცულად ჩაკეტილი ნავთობგაზიანი ბუდობ(ებ)ის სტრუქტურას“; „ლ. დამუშავების გეგმა“ ნიშნავს ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც დეტალურად აღწერს საბადოზე ნავთობისა და გაზის ”დამუშავების” იმ ოპერაციებს, რომელთა ჩატარებასაც ოპერატორი გეგმავს დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში“; „რ. ექსპლუატაცია“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და მომპოვებელი ჭაბურღილების ექსპლუატაციის ოპერაციების ყველა ტიპს, ასევე ჩაჭირხნას, მოპოვებული პროდუქტის შეგროვებას, პირველად მომზადებას, გაზომვას, შენახვას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებასა და მიწოდებას, პროდუქტიული ქანების ნავთობ-გაზგაცემის გაზრდას, პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ოპერაციებს (გარდა ახალი ჭაბურღილების ბურღვისა) და ასევე ყველა ჩამოთვლილი ოპერაციისათვის საჭირო სხვა სავალდებულო და დამხმარე სამუშაოებს“; ,,უ. კაპიტალური რემონტის მნიშვნელოვანი ოპერაციები“ ნიშნავს ოპერაციებს მომპოვებელ ჭაბურღილზე მოპოვების აღდგენისა ან გაზრდის მიზნით და არ მოიცავს ამ წესებში აღწერილ კაპიტალური რემონტის რუტინულ ოპერაციებს. კაპიტალური რემონტის მნიშვნელოვანი ოპერაციები, შეზღუდვების გარეშე, მოიცავს ჭაბურღილის ხელახალ ათვისებას ახალ ან დამატებით ჰორიზონტზე, პროდუქტიული ჰორიზონტის ლიკვიდაციას, სამაგრი კოლონის გამოცვლას ან ჭაბურღილისშიგა იმ სხვა ოპერაციებს, რომელთა ღირებულება აღემატება 100 000 დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; „ფ. კომერციული აღმოჩენა“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის აღმოჩენას, რომელიც ოპერატორის დასაბუთებული აზრით და ყველა სათანადო მონაცემის ანალიზის და საოპერაციო, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლის შესწავლის შემდეგ, შეიძლება იქნეს დამუშავებული კომერციულად“; „ღ. კაპიტალური რემონტის ოპერაციები“ ნიშნავს ჭაბურღილზე შესასრულებელ ოპერაციებს პირველადი ათვისების შემდეგ, ჭაბურღილის პროდუქტიულობის შენარჩუნების, აღდგენის ან გაზრდისათვის“; „ყ. კაპიტალური რემონტის რუტინული ოპერაციები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ჭაბურღილზე ჩატარებული შემდეგი ოპერაციებიდან ნებისმიერს: პარაფინისაგან გასუფთავება, ჭაბურღილის შიგამოწყობილობების ამოღება და ჩაშვება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს საბაგირო დანადგარის გამოყენებით; წნევის გაზომვა; ქვიშის ამოტუმბვა; ამოდგუშვა; მინადუღის მოშორება და ანტიკოროზიული დამუშავება; კავერნოგრამის აღება; კოროზიის ინჰიბატორებით დამუშავება; ჭაბურღილიდან ტუმბოს ამოღება ან მისი შეცვლა; კაროტაჟი სატუმბო-საკომპრესორო მილების საშუალებით (დიაგნოსტიკა); საჭერი ოპერაციები და ზედაპირზე ჭაბურღილის დებიტის საკონტროლო მოწყობილობის ჩაშვება ან ამოღება.“; „ჩ. ლიცენზია“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას, ან მოპოვების სპეციალურ ლიცენზიას ან/და ძებნა-ძიების სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ინვესტორის უფლებას სახელშეკრულებო ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე; „ძ. მარაგები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ მოსალოდნელ რაოდენობას, რომელიც მოცემული თარიღისათვის მოიაზრება როგორც გარკვეულ პირობებში კომერციულად მოპოვებადი ცნობილი ბუდობიდან, დამუშავების პროექტის განხორციელებით“; „ჰ2. ნავთობისა და გაზის საბადო“ ნიშნავს ნავთობისა ან/და გაზის ერთი ან მეტი ბუდობის ერთობლიობას, რომელიც არსებობს დედამიწის წიაღის კონკრეტულ უბანზე ერთი ან მეტი გეოლოგიური წარმონაქმნის (დამჭერის) ფარგლებში. ბუდობები შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს კოლექტორული თვისებების მქონე ქანების მეშვეობით და ქმნიდნენ ნავთობის და გაზის ერთიან მომპოვებელ უბანს“; „ჰ4. ნავთობისა და გაზის ბუდობი“ ნიშნავს დედამიწის წიაღში ნავთობისა და გაზის ცალკეულ, უწყვეტი ფაზის მქონე მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივ დაგროვებას“; „ჰ5. ნავთობისა და გაზის ნარჩენები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას წარმოქმნილ ნარჩენებს, რომლებიც მიეკუთვნება და დამახასიათებელია მხოლოდ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, დამუშავებისა და მოპოვების ოპერაციებისათვის და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ფენურ წყლებს, საბურღ ხსნარებსა და ამონაბურღ შლამს; ჭაბურღილის ათვისების და კაპიტალური რემონტის ნარჩენებს, ხსნარებს, სანიტარულ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და სხვა“; „ჰ24. საცდელი ექსპლუატაცია“ ნიშნავს ოპერატორის მიერ კომერციულ დამუშავებამდე ნავთობისა და გაზის დროებით მოპოვებას, როდესაც ასეთი მოპოვების მიზანი არის ბუდობის მომზადება კომერციული დამუშავებისათვის. ტერმინი ”საცდელი ექსპლუატაცია“ არ ნიშნავს იმ ნავთობისა და გაზის მოპოვებას, რომელიც მიიღება ბურღვის ოპერაციების ან ჭაბურღილების მოკლევადიანი ათვისების დროს“; „ჰ25. სავარაუდო მარაგები“ ნიშნავს ნავთობის და გაზის იმ დამატებით მარაგებს, რომელთათვისაც გეოსამეცნიერო და საინჟინრო მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ მათი ამოღება ნაკლებად შესაძლებელია ვიდრე დადასტურებელი მარაგებისა, მაგრამ მეტად შესაძლებელი, ვიდრე შესაძლო მარაგებისა. ასევე ერთნაირად შესაძლებელია, რომ რეალურად დარჩენილი ამოღებადი რაოდენობები იქნება მეტი ან ნაკლები შეფასებული დადასტურებული და სავარაუდო მარაგების ჯამზე (2P). როდესაც გამოიყენება ალბათობის თეორიაზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, უნდა იყოს 50% ალბათობა იმისა, რომ რეალურად ამოღებული რაოდენობები იქნება ტოლი ან გადააჭარბებს 2P შეფასებას“. „ჰ30. შეფასება“ ნიშნავს აღმოჩენის გაკეთების შემდეგ ნავთობისა და გაზის ისეთი ოპერაციების წარმოებას, რომელთა შედეგად მოპოვებული გეოსამეცნიერო და საინჟინრო მონაცემების ანალიზი, ეკონომიკური, საოპერაციო და იურიდიული ასპექტების გათვალისწინებით, შესაძლებელს ხდის აღმოჩენის კომერციული მნიშვნელობის დადგენას“; „ჰ31. შესაძლო მარაგები“ ნიშნავს ნავთობის და გაზის იმ დამატებით მარაგებს, რომელთათვისაც გეოსამეცნიერო და საინჟინრო მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ მათი ამოღება ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე სავარაუდო მარაგებისა. პროექტის ფარგლებში საბადოთა საბოლოოდ ამოღებად მთლიან რაოდენობებს აქვს ნაკლები შანსი გადააჭარბოს დადასტურებული, სავარაუდო და შესაძლო მარაგების ჯამს (3P), რომელიც არის ოპტიმისტური შეფასების სცენარის ეკვივალენტური. როდესაც გამოიყენება ალბათობის თეორიაზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, უნდა იყოს არანაკლებ 10% ალბათობა იმისა, რომ რეალურად ამოღებული რაოდენობები იქნება ტოლი ან გადააჭარბებს 3P შეფასებას“; „ჰ32. შეფასების გეგმა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად და განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის შეფასების იმ ოპერაციებს, რომელთა ჩატარებასაც გეგმავს ოპერატორი აღმოჩენის გაკეთების შემდეგ საბადოს შესახებ დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად, მისი ძირითადი პარამეტრების დასაზუსტებლად (საბადოს ფიზიკურ-გეოლოგიურ მახასიათებლები, პროდუქტიული ქანების და მათში განთავსებული ფლუიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ნავთობისა და გაზის ამოსაღები რესურსების რაოდენობა). შეფასების გეგმა შეიძლება მოიცავდეს საველე გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და სხვა სახის კვლევებს, ჭაბურღილების ბურღვას და ათვისებას, ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევებს და სხვა სახის ანალიტიკურ სამუშაოებს, გეგმის დასკვნითი ეტაპი შეიძლება მოიცავდეს საცდელ ექსპლუატაციასაც“; „ჰ33. შემფასებელი ჭაბურღილი“ ნიშნავს ნებისმიერ ჭაბურღილს, რომელიც გაბურღულია შეფასების გეგმის განხორციელების პროცესში“; „ჰ36. ძებნა-ძიების გეგმა“ ნიშნავს ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესასრულებლად მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრულია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან დაკავშირებული ის ოპერაციები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ოპერატორი ლიცენზიის პირობების შესაბამისად აღმოჩენის მიზნით. გეგმა შეიძლება შეიცავდეს საველე, გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, გეოქიმიურ, დისტანციურ, ლაბორატორიულ და სხვა სახის კვლევებს, აგრეთვე სტრატიგრაფიული და ძებნა-ძიებითი ჭაბურღილების ბურღვას და ათვისებას. ხელშეკრულების შესაბამისად ოპერატორის მიერ მომზადებული წლიური სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი შესაბამისობაში უნდა იყოს ძებნა-ძიების გეგმასთან“; |
3.
წესების 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ43“, „ჰ44“, „ჰ45“, „ჰ46“, ქვეპუნქტები:
„ჰ43. პერსპექტიული რესურსები“ ნიშნავს ნავთობის და გაზის იმ შეფასებულ რაოდენობას მოცემული თარიღისათვის, რომელიც მოიაზრება როგორც პოტენციურად ამოღებადი, ჯერ არაღმოჩენილი ბუდობიდან დამუშავების მომავალი პროექტების განხორცილების გზით“; „ჰ44. პირობითი რესურსები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ შეფასებულ რაოდენობას მოცემული თარიღისათვის, რომელიც მოიაზრება როგორც პოტენციურად ამოღებადი უკვე აღმოჩენილი ბუდობიდან დამუშავების პროექტების განხორციელების გზით, მაგრამ ეს უკანასკნელი არ განიხილება მოცემულ პერიოდში კომერციულად ერთი ან მეტი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო; „ჰ45. რესურსები“ ნიშნავს ნახშირწყალბადების მთლიან რაოდენობას, რომელიც ბუნებრივად წარმოიშვა დედამიწის ქერქში, მიუხედავად იმისა, ისინი აღმოჩენილია თუ ჯერ არაა აღმოჩენილი (ამოღებადია თუ არაამოღებადი), პლუს მათი უკვე მოპოვებული რაოდენობა. იგი მოიცავს ნახშიროწყალბადების ყველა ტიპს, მიუხედავად იმისა, ისინი იმ მომენტისთვის მიჩნეულია „ტრადიციულად“ თუ „არატრადიციულად“; „ჰ46. საძიებო სტრუქტურა“ ნიშნავს მოედანს, რომლის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევების (გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური და ა.შ) ან/და სტრუქტურული ბურღვის შედეგად გამოვლენილია ან დეტალურადაა აგეგმილი (მომზადებული) ნავთობის და გაზის შემცველობის თვალსაზრისით პერსპექტიული გეოლოგიური ობიექტი (დამჭერი) და მასზე დამატებითი მადეტალიზებელი კვლევების ჩატარების შემთხვევაში ან უკვე მათ გარეშეც, შესაძლებელია შეირჩეს ოპტიმალური წერტილი ძებნითი ჭაბურღილის გასაბურღად ნავთობის და გაზის ახალი ბუდობის აღმოჩენის მიზნით“. |
4.
წესების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ყოველი განაცხადი უფლებამოსილების მინიჭებაზე უნდა გაიგზავნოს ფოსტით ან მიტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: სანაპიროს ქ. 2, 0105, ქ.თბილისი, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. |
5.
წესების 42-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 42. ძებნა-ძიების გეგმის შემადგენელი სავალდებულო ინფორმაცია „ე) ძებნა-ძიების გეგმის შესასრულებლად განკუთვნილ მიწისზედა ნაგებობების აღწერა; ზ) ყველა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების და არქეოლოგიური ძეგლებისა და რესურსების განსაზღვრა, რომლებიც მდებარეობენ სამუშაო ფართობზე ან მის მახლობლად და შეიძლება ზემოქმედება განიცადონ ძებნა-ძიებითი ოპერაციების გეგმის განხორციელების დროს“. |
6.
წესების 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 43. ტექნიკური და გეოლოგიური ინფორმაცია „1. ძებნა-ძიების გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ტექნიკურ და გეოლოგიურ ინფორმაციას: ა) მონაცემებს გოგირდწყალბადის (H2S) არსებობაზე და უსაფრთხოების ზომებს, როგორც აღწერილია ამ წესების 183-ე მუხლში; ბ) თითოეული ობიექტის გეოლოგიურ და გეოფიზიკურ დახასიათებას; გ) თითოეული ძებნა-ძიებითი საპროექტო ჭაბურღილის სავარაუდო ადგილმდებარეობას, ჭაბურღილის პირის, სანგრევის და საპროექტო სიღრმის მითითებით; დ) ნახშირწყალბადების თითოეული სავარაუდო ბუდობის ადგილმდებარეობას და მისი აგებულების ამსახველ სტრუქტურულ რუკებს თითოეული საპროექტო ჭაბურღილის პირისა და სანგრევის მდებარეობის მითითებით; ე) ფართობზე ჩატარებული სეისმური პროფილების განლაგების სქემას და საპროექტო ჭაბურღილზე გამავალი ინტერპრეტირებული სეისმოგეოლოგიურ ჭრილებს; ვ) თითოეული საპროექტო ჭაბურღილის სტრატიგრაფიულ ჭრილს, ჭაბურღილის პირიდან მის სანგრევამდე; ზ) მიწისზედა და მიწისქვეშა ოპერაციების გეგმას“; |
7.
წესების 57-ე მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 57. შეფასების გეგმის შემადგენელი სავალდებულო ინფორმაცია „ბ) თითოეული შემფასებელი საპროექტო ჭაბურღილის სავარაუდო ადგილმდებარეობას, ჭაბურღილის პირის სანგრევისა და საპროექტო სიღრმის აღნიშვნით; ი) ბურღვის პროგრამის აღწერას (სატეხების, ბურღვის რეჟიმების, ლულის გამაგრების, ხსნარების პროგრამების, ჭაბურღილის პირის მოწყობის გეგმის ჩათვლით)“; |
8.
წესების XIX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი XIX შეფასების ანგარიში
მუხლი 66. შეფასების ანგარიში „1. თუ მე-4 მუხლით გათვალისწინებული არ არის რაიმე განსხვავებული პირობა, მაშინ შეფასების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დამთავრებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს სააგენტოს დოკუმენტური ანგარიში შეფასების გეგმის შესრულების შედეგებზე, შესაბამისი მონაცემებით და ანალიზით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს: ნავთობგაზიანი ბუდობის კონტურებს, რომელთანაც დაკავშირებულია აღმოჩენა, ნავთობგაზიანი ფენების სიმძლავრის, მათი ლატერალური გავრცელებისა და ნავთობისა და გაზის გეოლოგიური და ამოსაღები რესურსების შეფასების ჩათვლით, შეფასების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ფაქტიურ ხარჯებს; აგრეთვე, ოპერატორის მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა აღმოჩენას კომერციული მნიშვნელობა. 2. თუ ოპერატორი გადაწყვეტს, რომ საჭიროა დამატებითი შეფასება აღმოჩენის კომერციულობის თუ არაკომერციულობის დასადგენად, მაშინ მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს აღმოჩენის კომერციულობის დასადგენად საჭირო ღონისძიებების აღწერა. სააგენტომ მხარი უნდა დაუჭიროს ოპერატორის სურვილს შეასრულოს შეფასების დამატებითი ოპერაციები და დაამტკიცოს ოპერატორის ასეთი მოთხოვნა არაუმეტეს ერთი წლის ვადით; ამასთან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნას დამატებით ერთი წლით, თუ ოპერატორი დაასკვნის, რომ საჭიროა შეფასების დამატებითი სამუშაოები და დაუსაბუთებს სააგენტოს ასეთი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას. 3. ჯამში, შეფასების ოპერაციების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს ოთხ (4) წელს. თუ სააგენტომ ჩათვალა, რომ ოპერატორმა დაასაბუთა შემდგომი შეფასების აუცილებლობა, მაშინ სააგენტომ შეიძლება დაამტკიცოს შეფასების ვადის გაგრძელება დამატებით არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით“. |
9.
78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 78. ბურღვით ოპერაციებზე განაცხადის შინაარსი „1. განაცხადი ჭაბურღილის ბურღვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სალიცენზიო ფართობის ნომერს, ტერიტორიის, ფართობის და ჭაბურღილის დასახელებას და ჭაბურღილის ნომერს; ბ) წყლის სიღრმეს (შელფზე ბურღვისას) ან დედამიწის ზედაპირის აბსოლიტურ ნიშნულს (ხმელეთზე ბურღვისას); გ) ჭაბურღილის პირისა და სანგრევის მდებარეობას გეგმაში კოორდინატების მითითებით სეკუნდის მეასედების სიზუსტით; დ) ჭაბურღილის საპროექტო სიღრმეს (აბსოლიტურს და ლულის გასწვრივ). საპროექტო ლულის პროექციას გეგმაში და ვერტიკალურ ჭრილში; ე) ჭაბურღილის კატეგორიის დასაბუთებას (ძებნა-ძიებითი, შემფასებელი, საექსპლუატაციო ან სხვ.) და მის შესატყვისობას გეგმასთან; ვ) ბურღვის მიზანშეწონილობის გეოლოგიურ დასაბუთებას და გადასაწყვეტი ამოცანების ჩამონათვალს, გამომდინარე ჭაბურღილის კატეგორიიდან. გეოლოგიური დასაბუთება უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ ინფორმაციას შესაბამისი გრაფიკული მასალის თანხლებით:
ზ) თუ შესაძლებელია, საბურღი დანადგარის დასახელებას და ტიპს; 2. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს ბურღვის პროგრამას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) ჭაბურღილების კონსტრუქციის იმ კრიტერიუმების მოკლე აღწერილობა, რომლებიც, ოპერატორის აზრით, მნიშვნელოვანია ჭაბურღილის კონტროლისათვის; ბ) ამოფრქვევის საწინაღმდეგო მოწყობილობის სისტემის მოკლე აღწერილობა; გ) ჭაბურღილის სამაგრი მილებით გამაგრების პროგრამის მოკლე აღწერილობა; დ) ცნობილი მიწისქვეშა წყლების ადგილმდებარეობისა და ხასიათის მოკლე აღწერილობა; ე) ბურღვის რეჟიმების პროგრამის მოკლე აღწერა; ვ) საბურღი ხსნარების პროგრამის მოკლე აღწერილობა; ზ) გოგირდწყალბადის (H2S) არსებობის პირობებში მუშაობის გეგმა, თუ ასეთ პირობებში მუშაობა შესაძლებელია და თუ ასეთი გეგმა ადრე არ ყოფილა წარდგენილი; თ) ჭაბურღილის კატეგორიის მითითება (საძიებო, შემფასებელი, საექსპლუატაციო ან სხვა) და მათი შესატყვისობა გეგმასთან; ი) ხარჯთაღრიცხვა“. |
10.
მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 80. ჭაბურღილის სამაგრი კოლონით გამაგრება და დაცემენტება „2. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ყველა ჭაბურღილის გამაგრება ისეთი სამაგრი კოლონით, რომლებიც, 78-ე მუხლით მოთხოვნილი ჭაბურღილის გამაგრების პროგრამის თანახმად, გაუძლებს გამგლეჯი, გამჭიმავი და გრძივი ღუნვის ძალებით გამოწვეულ მოსალოდნელ დაძაბულობას, შიგა და მთელავ წნევებს, სითბურ ზემოქმედებასა და ყველა ამ ფაქტორის ერთობლივ ზემოქმედებას. მე-15 მუხლის თანახმად, ჭაბურღილის გამაგრების პროგრამაში კოლონების სიმტკიცის მარაგის შერჩეული მნიშვნელობები უნდა უზრუნველყოფდნენ ჭაბურღილის გაკონტროლებას ბურღვის პროცესში და ასევე ოპერაციათა უსაფრთხო წარმართვას ჭაბურღილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. ყველა კოლონის სიმტკიცე უნდა უზრუნველყოფდეს ჭაბურღილის პირის გადაკეტვის შესაძლებლობას ფენური ფლუიდის გამოვლინების შემთხვევაში, ჭაბურღილში საბურღი ხსნარის ფენური ფლუიდით სრული შენაცვლების პირობებში“. |
11.
86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 86. ჭაბურღილის პირის მოწყობა „ბ) უზრუნველყოს, რომ ჭაბურღილის პირის, საშადრევნო არმატურისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობის ნომინალური წნევა აღემატებოდეს მაქსიმალურ წნევას, რომელიც წარმოიქმნება სატუმბო-საკომპრესორო მილებში ან რგოლურ სივრცეში“. |
12.
97-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ზ “ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 97. დამუშავების გეგმის მონაცემები „ბ) საბადოს და თითოეული პროდუქტიული ბუდობის ფიზიკურ-გეოლოგიური დახასიათება; ზ) ნავთობისა და გაზის გეოლოგიური და ამოსაღები რესურსების შეფასება, ამ შეფასების შესაძლო უზუსტობისა და უზუსტობის მიზეზის მითითებით“. |
13.
127-ე მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 127. გაზის მიწისქვეშ შენახვის პროექტის შინაარსი „ა) პროექტთან დაკავშირებული გეოლოგიური მონაცემები, მათ შორის კოლექტორის გადამხურავი ფენის ისეთი მონაცემები, როგორიცაა: სივრცითი გავრცელება, ფენის საშუალო სიმძლავრე და კრიტიკული წნევა“; |
14.
128-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
მუხლი 128. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება „1. ოპერატორმა უნდა აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები სათანადო ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების გეგმების, კანონის და ამ წესების შესაბამისად“. |
15.
224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 224. საორგანიზაციო ანგარიში „ 1. პირს, რომელსაც 278-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა, რომ მისი განაცხადი საუკეთესოდ არის მიჩნეული, მოლაპარაკების დაწყებამდე სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საორგანიზაციო ანგარიში; 2. საორგანიზაციო ანგარიშში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ გაცემული კომპანიის საიმედოობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ ასეთი არსებობს), რომელიც დათარიღებული უნდა იყოს არაუმეტეს 6 თვისა, მისი სააგენტოში წარმოდგენამდე. შეიძლება იქნეს წარმოდგენილი სერტიფიკატის დედანი ან მისი ასლი დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. ბ) ინფორმაცია კომპანიის მფლობელობისა და კონტროლის შესახებ: ბ.ა) ოპერატორის 10%-ზე მეტის მფლობელი ან მაკონტროლებელი პირის ან ფირმის სახელი და მისამართი; თუ კორპორაცია, ამხანაგობა ან სხვა იურიდიული პირი ფლობს ან აკონტროლებს აქციების 10 % მეტს, მაშინ ასეთი იურიდიული პირის აღმასრულებელი დირექტორის სახელი, ორგანიზაციის რეგისტრაციისა და მთავარი ოფისის მისამართები. ამ ქვეპუნქტში მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს კორპორაციიის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტით; ბ.ბ) სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ოპერატორის 10%-ის ან უფრო დიდი წილის მფლობელს ან მაკონტროლებელ კომპანიას და შეუძლია შემდგომ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ასეთი ფირმების მმართველებს, დირექტორებს, ხელმძღვანელ პერსონალსა და მნიშვნელოვან აქციონერებს ან პარტნიორებს; გ) კორპორაციის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება კომპანიის მმართველების სახელები და სამუშაო მისამართები; დ) დამოწმებული ამონაწერი, რომელიც ადასტურებს კომპანიის საქართველოში რეგისტრაციას, იქნება ეს მთავარი ოფისი თუ წარმომადგენლობა; ე) გადასახადების გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ ასეთი არსებობს). ვ) ფინანსური ინფორმაცია: ვ.ა) იმ ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა, რომლებიც წარუდგენენ წლიურ ანგარიშებს ან მსგავს დოკუმენტებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მარეგულირებელ ორგანოს რომლის იურისდიქციის ქვეშ არიან რეგისტრაციის ადგილის ან აქციების მიმოქცევაში ყოფნის ადგილის მიხედვით, უნდა წარადგინონ: მარეგულირებელ ორგანოში შეტანილი ფინანსური მდგომარეობის უკანასკნელი ანგარიშის ასლი, დამოწმებული ამავე ორგანოს, მიერ. თუ აქციების მფლობელებს დაურიგდათ წლიური ანგარიშები, მაშინ ამ ანგარიშის ასლი ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი სააგენტოში. წლიური ანგარიშის მონაცემები წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში ყოველწლიურად, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოში ამ ანგარიშების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში; ვ.ბ) არაანგარიშვალდებულ საწარმოს ან ფიზიკურ პირს მოეთხოვება წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ფინანსური ანგარიში, რომელმაც გაიარა აუდიტი, მომზადებულ იქნა სათანადოდ სერტიფიცირებული ბუღალტრების მიერ და სააგენტოში წარდგენამდე დათარიღებულია არაუმეტეს ერთი (1) წლისა. თუ საქმე ეხება ანგარიშვალდებული საწარმოს შვილობილ კომპანიას, მაშინ საკმარისი იქნება ასეთი კომპანიის ანგარიში, თუ ის შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოში მომუშავე ფილიალის ფინანსურ მდგომარეობას. ზ) წერილი უფელბამოსილი პირისაგან, რომელიც ნიშნავს საქართველოში კომპანიის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს. თ) საქართველოში ოპერაციების წარმართვაზე კომპანიის პასუხისმგებელი პირის წერილი, მისი ოფისის მისამართის, სამსახურის ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით; 3. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა“.
|
16.
წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2271 და 2272 მუხლები:
„მუხლი 2271. ბურღვის დასრულების ანგარიში ბურღვის დასრულების ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №8) წარმოდგენილი უნდა იქნეს ბურღვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში“.
„მუხლი 2272. ჭაბურღილის ათვისების ანგარიში ჭაბურღილის ათვისების ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №9) წარმოდგენილი უნდა იქნეს სამუშაოების დამთავრებიდან 30 დღის განმავლობაში“. |
17.
წესების 228-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 228. ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების კვარტალური ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების კვარტალური ანგარიში, (ანგარიშგების ფორმა №10) საანგარიშო კვარტლის მეორე მომდევნო თვის 16 რიცხვამდე. ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს კვარტალის განმავლობაში ჩატარებული ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების ოპერაციების აღწერის შემცველ დოკუმენტურ მოხსენებას, ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე, ყველა შესრულებული ოპერაციის შედეგებსა და ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების ყველა იმ ოპერაციის აღწერას, რომელიც კვარტალის ბოლოს ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ოპერატომა უნდა ჩაიწეროს სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემები, აგრეთვე საკონტრაქტო ფართობთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების მონაცემები, მისი საწყისი ფორმით ან სარგებლობის მიზნით. ასეთი მონაცემების მიღებისთანავე ოპერატომა უნდა გადასცეს სააგენტოს ყველა ამ მონაცემის და ინფორამციის ასლი, კაროტაჟული დიაგრამებისა და ჭაბურღილის მონაცემების ჩათვლით. ანგარიშში მოყვანილი ინფორამცია ითვლება კონფიდენციალურად 6 (ექვსი) წლის განმავლობაში ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე. |
18.
წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2291 და 2292 მუხლები:
„მუხლი 2291. ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში ოპერატორმა ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე“.
„მუხლი 2292. ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის წლიური ანგარიში ოპერატორმა ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის ანგარიში (ანგარიშგების ფორმა № 14) უნდა წარმოადგინოს მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე“. |
19.
2301-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2301. რესურსების წლიური ანგარიში „1. ოპერატორმა ნავთობისა და გაზის ოპერაციების დაწყებიდან და შემდგომ ყველა ეტაპზე, მნიშვნელოვანი ახალი გეოლოგიურ-ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა სახის მონაცემების მოპოვების შემდეგ სისტემატურად უნდა აწარმოოს ნავთობის და გაზის რესურსების შეფასება და აღრიცხვა მენავთობე ინჟინერთა საზოგადოების (SPE), ამერიკის მენავთობე გეოლოგთა საზოგადოების (AAPG), ნავთობის მსოფლიო კონგრესის (WPC) და ნავთობისა და გაზის შემფასებელ ინჟინერთა საზოგადოების (SPEE) მიერ ერთობლივად შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე. ამ სტანდარტებზე დაყრდნობით, სააგენტოს დავალებით ნავთობის ეროვნული კომპანია ამზადებს და საჭიროებისამებრ აახლებს ნავთობისა და გაზის რესურსების შეფასების შესახებ მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელსაც სააგენტო წარუდგენს ოპერატორებს სახელმძღვანელოდ. 2. ყველა ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს წარმოუდგინოს შესაბამის სახელშეკრულებო ფართობზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების წლიური ანგარიში 3 ეგზემპლარად ყოველი მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე, ჩათვლით. 3. რესურსების წლიური ანგარიში: ა) უნდა შეიცავდეს მარაგების, პირობითი და პერსპექტიული რესურსების გამოთვლილ რაოდენობებს; ბ) უნდა ასახავდეს რესურსების რაოდენობების ყველა ცვლილებას საანგარიშო წლის განმავლობაში. 4. ყველა ოპერატორმა რესურსების წლიური ანგარიში უნდა მოამზადოს და წარუდგინოს სააგენტოს. რესურსების წლიური ანგარიში სააგენტოს წარედგინება ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ. სააგენტოს უფლება აქვს მოახდინოს რესურსების წარდგენილი რაოდენობების გადამოწმება, რისთვისაც შესაძლოა მოაწყოს ანგარიშის საჯარო განხილვა ნავთობის ეროვნული კომპანიის, ოპერატორის და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 5. რესურსების წლიური ანგარიში საჭიროებისამებრ უნდა დაეფუძნოს: ა) სახელშეკრულებო ფართობზე არსებული საბადოების (აღმოჩენების) შეფასების ანგარიშებს; ბ) სახელშეკრულებო ფართობზე საძიებო ბურღვისათვის გამოვლენილი ან/და მომზადებული სტრუქტურების შეფასების შედეგებს; გ) სახელშეკრულებო ფართობზე არსებული საბადოების დამუშავების გეგმებს ან/და პროექტებს; დ) წინა წლების განმავლობაში შედგენილ ნავთობისა და გაზის რესურსების წლიურ ანგარიშებს; ე) დასრულებული წლის განმავლობაში შესრულებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, მათ შორის სხვადასხვა სახის საველე, ლაბორატორიული და ანალიტიკური კვლევების და სამუშაოების შედეგებს; ვ) ოპერატორის მენეჯმენტის ან/და საკოორდინაციო კომიტეტის მიერ დასრულებული წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება განსახილველ ობიექტებზე განხორციელებული შეფასების შედეგების განხილვას, მოპოვების დაწყებას, განახლებას, გაგრძელებას, ინტენსიფიკაციას ან/და შეწყვეტას და ამ პროცესებთან დაკავშირებულ სამართლებრივ, კომერციულ და ფინანსურ გარემოებებს. 6. რესურსების წლიური ანგარიშის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ანგარიშში წარმოდგენილი მასალა, მისი შინაარსი და მითითებული პირველწყაროები უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მოყვანილი შედეგების სისწორე გადამოწმებულ იქნეს ანგარიშის ავტორების პირადი მონაწილეობის გარეშე; ბ) ანგარიში უნდა შედგებოდეს საკმარისი მოცულობის ტექსტური, ცხრილური და გრაფიკული მასალებისგან, რათა უზრუნველყოფილი იქნას სწორი და ნათელი წარმოდგენის შექმნა თითოეული განხილული ობიექტის (საბადო, აღმოჩენა, საძიებო სტრუქტურა) გეოლოგიური აგებულების და შეფასებული რესურსული პოტენციალის შესახებ. გ) მასალა დაჯგუფებული უნდა იყოს ცალკეულ პარაგრაფებად შესაბამისად თითოეული განსახილველი ობიექტისა, ხოლო ანგარიშის შემაჯამებელი ნაწილი უნდა შეიცავდეს ნავთობისა და გაზის რესურსების დამაჯამებელ მაჩვენებლებს (მათ შორის, ცხრილური სახით) მათი კატეგორიებისა და კლასების მიხედვით, ოპერატორის გეოლოგიური ობიექტების და მთლიანად სახელშეკრულებო ფართობის (ფართობების) ფარგლებში; დ) ობიექტისათვის, რომლის შეფასება დასრულებული წლის შედეგების მიხედვით უცვლელი დარჩა, შესაძლებელია შედარებით ნაკლები მოცულობის და განზოგადოებული სახის მასალის მოყვანა. ამასთან სავალდებულოა იმ პირველი წყაროს მითითება, რომელშიც ამომწურავადაა მოყვანილი მისი შეფასების ბოლო მონაცემები და მათი მიღების პროცედურები (შეფასების ანგარიში ან/და წინა პერიოდში შედგენილი რესურსების ერთ-ერთი წლიური ანგარიში); ე) ობიექტისათვის, რომლის შეფასებაში დასრულებული წლის შედეგების მიხედვით შეტანილ იქნა ცვლილებები, სათანადო სისრულით უნდა იქნეს წარმოდგენილი ის მასალა, რომელიც უჩვენებს, თუ რის საფუძველზე და რა ანალიტიკური პროცედურების განხორციელებით იქნა შეტანილი ეს ცვლილებები. იგულისხმება როგორც ახლად გათვალისწინებული ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია (დამატებით მოპოვებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემები; ახალი ჭაბურღილების ბურღვა, შესწავლა და დაცდა; ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთება; მოპოვება; მოპოვების ინტენსიფიკაცია; ლაბორატორიული ან/და ანალიტიკური კვლევები და ა.შ.), ასევე შეცვლილი სამართლებრივი, კომერციული და ფინანსური გარემოებები და ოპერატორის მენეჯმენტის ან/და საკოორდინაციო კომიტეტის მიერ მიღებული სათანადო გადაწყვეტილებები. 7. რესურსების წლიური ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს წარსადგენ ფორმატთან მიმართებაში: ა) ანგარიში შედგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით ფორმატში. ელექტრონული ვერსია და მისი შემადგენელი კომპონენტები (გრაფიკული მასალა, რუკები, ცხრილები და ა.შ.) წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთ ფორმატში (გამოყენებული პროგრამების მითითებით), რომელიც იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, იწარმოოს მისი ცალკეული კომპონენტების (მათ შორის, გრაფიკული მასალის) იმპორტირება; ბ) ყველა გრაფიკული მასალა უნდა იყოს მაღალი გარჩევადობის. მითითებული უნდა იყოს სათაური, ავტორი, შედგენის წელი, პირობითი ნიშნები. რუკები შედგენილი უნდა იყოს UTM კოორდინატთა სისტებაში, სათანადო სიხშირის ბადისა და წარწერების დატანით; გ) ანგარიში, ძირითადი ნაწილის გარდა, შეიძლება შეიცავდეს ასევე დანართებს. ასეთი დანართები უნდა ემსახურებოდეს ანგარიშის ძირითად ნაწილში მოყვანილი ინფორმაციის გამდიდრებას, წარმოდგენილი შედეგების დასაბუთების ხარისხის ამაღლებას და საერთო აღქმადობის გაუმჯობესებას; დ) ბეჭვდვით ფორმატში წარმოდგენილი ანგარიში უნდა იყოს აკინძული და გადანომრილი. სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს: ანგარიშის შემდგენი კომპანია, ანგარიშის სრული სახელწოდება სახელშეკრულებო ფართობის (ფართობების) მითითებით, ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი, ანგარიშის შედგენის ადგილი და წელი. სატიტულო ფურცელი ხელმოწერილი უნდა იყოს კომპანიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ. ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით. 8. რესურსების წლიურ ანგარიშის პროექტი სახელმწიფო ექსპერტიზის მიზნებისათვის ეგზავნება ნავთობის ეროვნულ კომპანიას 2 ეგზემპლარად არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტისა. ნავთობის ეროვნულ კომპანია ვალდებულია საექსპერტო დასკვნა გადასცეს ოპერატორს პროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. 9. ოპერატორმა სააგენტოში წარდგენილ რესურსების წლიურ ანგარიშს თან უნდა დაურთოს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა. ოპერატორმა შეიძლება წარდგენილ ანგარიშს თან დაურთოს ასევე საკუთარი შეხედულება საექსპერტო დასკვნაში ასახულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, მათზე რეაგირების გეგმა“. |
20.
წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2302-ე მუხლი:
„მუხლი 2302. რესურსების წლიური, შემაჯამებელი ანგარიშვალდებულება 1. ნავთობის ეროვნული კომპანია ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის 15 ივნისამდე. 2. წლიური სახელმწიფო ანგარიში საჭიროებისამებრ უნდა ეფუძნებოდეს: - ოპერატორების მიერ წარმოდგენილ რესურსების წლიურ ანგარიშებს და მათზე ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნებს; - საქართველოს წიაღში არსებული საბადოების (აღმოჩენების) შეფასების ანგარიშებს; - საქართველოს წიაღში საძიებო ბურღვისათვის გამოვლენილი ან/და მომზადებული სტრუქტურების შეფასების შედეგებს; - არსებული საბადოების დამუშავების გეგმებს ან/და პროექტებს; - წინა წლებში შედგენილ რესურსების წლიურ, შემაჯამებელ ანგარიშებს; - ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებს ქვეყანაში ჩატარებული ნავთობისა და გაზის ოპერაციის შედეგების შესახებ; - არსებული პწგხ-ების ფარგლებში მოქმედი საკოორდინაციო კომიტეტების გადაწყვეტილებებს; - სააგენტოს მიერ წარმოებულ დოკუმენტაციას (უფლებამოსილებები, გადაწყვეტილებები, დასკვნები, წერილები და ა.შ.); 3. ანგარიში სრულად უნდა ასახავდეს ქვეყანაში ნავთობისა და გაზის რესურსების მდგომარეობას თითოეული ობიექტისათვის (საძიებო ბურღვისათვის გამოვლენილი ან/და მომზადებული სტრუქტურა, აღმოჩენა, ბუდობი) რესურსების ყველა შესაბამისი კლასისა და კატეგორიის მიხედვით. 4. ანგარიში უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი - ცხრილები, მეორე - მოკლე ტექსტური განმატებები. 4.1 პირველ ნაწილში თითოეულ ობიექტს შეესაბამება დადგენილი ფორმით, მოცულობით და წესით შევსებული ცხრილი, რომელიც ასახავს შეფასებული რესურსების დარჩენილ რაოდენობას და მათ სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს. ცხრილები ჯგუფდებიან პარაგრაფებად ოპერატორების, სახელშეკრულებო ფართობების, საბადოების და სტრუქტურების მიხედვით. 4.2 ანგარიშის მეორე ნაწილის, ტექსტური განმარტებების ძირითადი დანიშნულებაა ცხრილური ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის კომენტირება და იმ საკითხთა გაშუქება, რომლებმაც განაპირობეს განსახილველი წლის განმავლობაში რესურსების შეფასებაში მომხდარი ცვლილებები. ანგარიშის ამ ნაწილს უნდა ერთვოდეს საქართველოს სალიცენზიო ფართობების რუკა საბადოთა და საძიებო ობიექტების ჩვენებით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იმ ობიექტების გეოლოგიური გრაფიკა (სტრუქტურული რუკა, გეოლოგიურ-გეოფიზიკური პროფილები და ა.შ.), რომლებზედაც განსახილველი წლის განმავლობაში რესურსების შეფასებაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები (აღმოჩენის გაკეთება, შეფასების ან ხელახალი შეფასების დასრულება და ა.შ.). 4.2.1 ანგარიშის მეორე ნაწილი - ტექსტური განმარტება შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: - შესავალი, - საანგარიშო წლის განმავლობაში შესრულებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შედეგები, რომლებმაც გავლენა მოახდინა რესურსების წლიურ შეფასებაზე; - საანგარიშო წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები ნავთობისა და გაზის რესურსების შეფასებაში: ა) მოპოვების შედეგად, ბ) ძებნისა და შეფასების (ხელახალი შეფასების) შედეგად, - ნავთობისა და გაზის რესურსების საერთო მდგომარეობის დახასიათება: ა) მარაგები (1P, 2P, 3P) ბ) პირობითი რესურსები (1С, 2С, 3С) გ) პერსპექტიული რესურსები (პესიმისტური, რეალისტური და ოპტიმისტური შეფასებები) - გამოყენებული პირველწყაროები. 5. რესურსების წლიური, შემაჯამებელი ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს ავტორებისა და კომპანიის ხელმძვანელი პირის (პირების) მიერ და დამოწმებული კომპანიის ბეჭდით. 6. ბეჭდვით ფორმატში 3 ეგზემპლარად მომზადებული ნავთობისა და გაზის რესურსების წლიური სახელმწიფო ანგარიშის ორი ეგზემპლარი თანმხლებ ელექტრონულ ვერსიასთან ერთად გადაეცემა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ერთი ეგზემპლარი ინახება ნავთობის ეროვნულ კომპანიაში“. |
21.
234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლის 234. წლიური ანგარიში უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკვშირებული მნიშვნელოვანი შემთხვევის შესახებ „ყველა ოპერატორმა უნდა წარადგინოს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიშვნელოვანი შემთხვევის შესახებ წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №18) მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. წლიური ანგარიში უნდა შიცავდეს გასული წლის განმავლობაში უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევის დაწვრილებით აღწერილობას“.“ |
22.
236- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 236. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური (ეკოლოგიური) შემთხვევის წლიური ანგარიში „ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური (ეკოლოგიური) შემთხვევის წლიური (ანგარიშგების ფორმა №20) მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. წლიური ანგარიში უნდა შიცავდეს გასული წლის განმავლობაში მომხდარი ყველა მნიშვენლოვანი ეკოლოგიური (ეკოლოგიური) შემთხვევის დაწვრილებით აღწერილობას“.“ |
23.
წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2361 მუხლი
„მუხლი 2361. საჭირხნი ჭაბურღილის მუშაობის ანგარიში საჭირხნი ჭაბურღილის ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №21) წარმოდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო თვის ბოლო დღემდე“. |
24.
245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 245. ანგარიშგების წარდგენა 1. ამ თავში ჩამოთვლილი ყველა ანგარიში უნდა გაიგზავნოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის სახელზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი 0105, სანაპიროს ქ. 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო; 2. ანგარიში ითვლება მიღებულად, თუ იგი გადაცემულია პირველ პუნქტში აღნიშნულ მისამართზე. |
მუხლი 2.
გაუქმდეს ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშგებისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამუშოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის ფორმები და მათ ნაცლად დამტკიცდეს:
ა) ანგარიშგების ფორმები (ფორმა №№ -1-21); დანართი 1; ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამუშოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის ფორმები (ფორმები: №№1-9); დანართი 2. |
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები