დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №715
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს უძრავი სახელმწიფო ქონება, კერძოდ:
ა) ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. №30-ში მდებარე 3572.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3554.16 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.22.02.003);
ბ) ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1-ვ-ში მდებარე 107009.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8202.40 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.29.17.013);
გ) ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. №17-ში მდებარე 732.80 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 655.60 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.01.08.008);
დ) ქ. ბათუმში, ლეონიძის დასახლება, ლეონიძისა და ა. აბაშიძის კვეთაში მდებარე 4218.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1401.70 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.25.05.030);
ე) ქ. ბათუმში, ქავთარაძის ქ. №8-ში მდებარე 4179.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1274.00 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.30.32.004);
ვ) ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №39-ში მდებარე 4097.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2526.23 კვ.მ საერთო ფართობის №1,D№2 შენობა-ნაგებობები (სარეგისტრაციო №05.24.03.021).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები