დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4709 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.010.05.001.002.816 |
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შინაარსთან, მოცულობასა და შემუშავების წესთან დაკავშირებული დამატებითი პირობები დგინდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
2. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების პირობები განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ფასეულობებისა და სხვა დამცავი ზონებისა და მათი რეჟიმების გათვალისწინება.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4709–Iს
დოკუმენტის კომენტარები