დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 711 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 31/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №711
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები