დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნ. ენუქიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №698
2009 წლის 2 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნ. ენუქიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. ვეფხვაძის, გ. ახვლედიანისა და ნ. ლალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე – „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები