დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „STAND-BY ARRANGEMENT“ (SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 696 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №696
2009 წლის 2 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „STAND-BY ARRANGEMENT“ ( SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43 და 44 პუნქტების საფუძველზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
1. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (შემდგომში – ფონდი) გამოთხოვილ იქნეს ფონდის SBA პროგრამის მესამე მი( „Georgia: Third Review Under the Stand-By Arrangement and Requests for Augmentation, Extension of the Arrangement, Rephasing of Purchases, and Modification of Performance Criteria “) გათვალისწინებული ტრანში 94.6 მლნ SD R-ი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშის გამოთხოვა.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშის ფარგლებში 100 მლნ აშშ დოლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები