საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლების დანიშვნის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლების დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
692
21/09/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლების დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №692

2009 წლის 21 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე  მომხსენებლების დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ” სა­ქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შე­სა­­ბამისად საქარ­თველოს პარლა­მენტში საქართველოს მთავ­რობის საკანონ­მდებლო ინიცი­ატი­ვით წარდგენილ კანონპროექ­ტებზე: „საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამ­სა­ხურის შესახებ”, „საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემო­სავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტა­ნის თაობაზე”, „საქართველოს ადმინისტრა­ცი­ულ სამართალდარ­ღვევათა კოდექსში ცვლი­ლებებისა და დამატე­ბე­ბის შეტანის შესახებ” და „საქართველოს მთავრო­ბის სტრუქ­ტუ­რის, უფლე­ბა­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ” სა­ქარ­­თვე­ლოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნარულ სხდო­მებზე მომ­ხსენებლად დაინიშ­ნონ საქართვე­ლოს ფინანსთა მი­ნისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართვე­ლოს ფინანსთა მი­ნისტრის პირ­ველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ი. ღვალაძის საქარ­თვე­ლოს მთავრობის საკანონმდებლო ინიცი­ატი­ვით წარდგენილ კა­ნონ­პრო­ექ­ტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ” საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის 669 განკარ­გუ­ლება.

 

პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური