ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობის სოფლებში (მრამბა, ტვიბრაშერი, პტიში) ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრომომარაგების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობის სოფლებში (მრამბა, ტვიბრაშერი, პტიში) ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრომომარაგების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
195
08/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
000000000.00(0).000.000000
ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობის სოფლებში (მრამბა, ტვიბრაშერი, პტიში) ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრომომარაგების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195

2008  წლის  8 აპრილი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობის სოფლებში (მრამბა, ტვიბრაშერი, პტიში) ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრომომარაგების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

1. ზემო აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვ­ნილების დაკმაყოფილების მიზნით:

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული საერთო ასი­გ­ნებებიდან გამოყოს 351 877 (სამას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი და უზრუნველყოს ზემო აფხა­ზეთში, დალი-კოდორის ხეობის სოფლებში (მრამბა, ტვიბ­რაშერი, პტიში) ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექ­ტრო­მომარაგების მიზნით საპროექტო და სამშენებლო სამუ­შაო­ების შესყიდვა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სათანადო სახელ­მწიფო შესყიდვების განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარა­კების საშუალებით;

გ) ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში „მშენებ­ლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირო­ბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2007 წლის 16 მაისის №101 დადგენილებების შესაბამისად უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ობიექტების სამშენებლო-საპროექტო სა­მუშაოების (სამშენებლო დოკუმენტაცია) შეუფერხებელი წარ­მოებისა და საექსპლუატაციოდ მიღების მიზნით შესა­ბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „სა­ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე