2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
684
18/09/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/09/2009
000000000.00(0).000.000000
2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №684

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. 2009 წლის რთვლის ღონისძიებათა წარმატებით გან­ხორ­ციელების მიზ­ნით საქართველოს ეკო­­ნო­მი­კური გან­ვი­თა­რე­ბის სამი­ნისტ­რომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანო­ნით სახელმ­წიფო პროგრამა „იაფი კრე­დი­ტისათვის“ გათვალისწინებული ასიგ­ნებების 8 200 000 (რვა მილიონ ორასი ათასი) ლარით შემცირების ხარჯზე განახორციელოს შემდეგი საწარმოების კაპი­ტა­­ლის ზრ­და:

ა) შპს ,,რთველი 2008“ – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290);

ბ) სს ,,აკურა“ – 3 200 000 (სამი მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობით (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 165 583).

2. სა­ქარ­თველოს ფინანსთა სა­მი­ნი­სტრომ „ საქართვე­ლოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ სა­ქართველოს კანონის შე­საბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე განახორციელოს სათანადო ცვლილებები სა­ქარ­თველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

 

პრემიერ-მინისტრი          ნიკა გილაური