„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
676
10/09/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №676

2009 წლის 10 სექტემბერი

. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის 129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედი­ტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სეს­ხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის 129 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს” ქვე­პუნქტი:

„ს) სს ,,გურჯაანი 1929~ – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 227 747 070).~;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი პუნქტის „ბ” და „ს” ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებული სესხის შემთხვევაში სესხი გაიცემა 7 წლით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 5 წლით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული სესხის შემთხვევაში იქნება 9 პროცენტი, „ბ” და „ს” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვე­ვაში – 7 პროცენტი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 8 პრო­ცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყება 1 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ერთი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 13 – 24 თვეებზე განაწილებით, „ბ” ქვეპუნ­ქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხ­დება 25 – 36 თვეებზე განაწილებით, „ს” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25 – 84 თვეებზე განაწილებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 25 – 60 თვეებზე განაწილებით.”.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური