დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №184
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს „კამაცუს“ მარკის ტრაქტორის ფუნქციონირებისათვის 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარის ღირებულების დიზელის საწვავის შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლ. ბეჟაშვილმა ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები