დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით წიაღისეულის ობიექტის აუქციონზე გატანის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №700
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით წიაღისეულის ობიექტის აუქციონზე გატანის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით წიაღისეულის ობიექტის (ონის მუნიციპალიტეტში, „სორტუანის“ მინერალური წყლის საბადოზე თანმხვედრი ნახშირმჟავა გაზი (CO2)) აუქციონზე გატანის შესახებ.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 500 000 ლარით.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, რომ
აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასი გადაიხადოს 2009 წლის 30 იანვრამდე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები