დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 699 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №699
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №5 დანართის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 695 000 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;
ბ) ქუჩების განათება;
გ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია;
დ) სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ყოფილი ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის ფქვილის მიწოდება.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების ქსელის მოწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;
გ) დაბა სურამში სანიაღვრე არხის მოწყობა;
დ) რბონის სათავე ნაგებობის საქლორატორის მოწყობა;
ე) მეწყერის შედეგად დაზიანებული ცოცხნარისა და თემფრის გზის მონაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზების მოწყობა.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები