სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
172
27/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 27/03/2008
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №172

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი 35 23 02) გათვალისწინებული მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა 4 230 000 (ოთხი მილიონ ორას ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე