დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 691 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №691
2008 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს ხარჯების დაფარვის მიზნით გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) ც. ჩოჩელმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები