„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016152
22
04/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
010250050.35.119.016152
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2013 წლის 4 დეკემბერი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანოონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „საფინანსო  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  14 სექტემბრის №17 დადგენილების №1 დანართში  (სსმ V, 27.09.2010, მუხ.862) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების №1 დანართის  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საფინანსო  სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია

1.    სამსახურს ხალმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ - უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2.    საფინანსო სამსახური აერთიანებს;

ა) მთავარ სპეციალისტს - ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში;

ბ) მთავარ სპეციალისტს - ბიუჯეტის დაგეგვმისა და ფორმირების საკითხებში;

გ) მთავარ სპეციალისტს - ხაზინის საკითხებში;

დ) მთავარ სპეციალისტს - შესყიდვების საკითხებში.

3. სამსახურის  სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება   მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს საფინანსო სამსახურს.

4. სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს    განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს მოშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო ორგანოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნაშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე