დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული საგარეჯოს სატყეო უბნიდან 0. 413 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №676
2008 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული საგარეჯოს სატყეო უბნიდან 0. 413 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი №10) და კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ საგარეჯოს სატყეო უბნის (ყოფილი საგარეჯოს სატყეო) №6 სარეინჯეროს №19 კვარტალის №25 ლიტერიდან ამოირიცხოს 0. 413 ჰექტარი მიწის ფართობი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები