„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
674
16/10/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
000000000.00(0).000.000000
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №674

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეია­რაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეია­რაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალ­ლური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარ­ტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმარ­თველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22 300 მ3 და შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელ­მწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 16 550 მ3 (სულ – 38 850 მ3) წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 38 850 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშე­ნებლობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 38 850 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე