რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 10/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
667
10/10/2008
გაურკვეველი, 0, 10/10/2008
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №667

2008 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ

1. დამტკიცდეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრე­სიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ შესა­მუ­შავებsელი სტრატეგიის შემდეგი პრინციპები:

ა) უსახლკაროდ დარჩენილ პირთა დროებით თავშესაფ­რებ­ში განთავსება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველ­ყოფამდე უპირატესად შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში;

ბ) სახლების/ბინების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სამოსახლო ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა;

გ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა ავეჯით, აუცილებელი საჭიროების სამომხმარებლო ნივთებითა და საკვებით უზრუნველყოფა;

დ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირ­თათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა;

ე) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა ელექტროენერგიის, გაზის/შეშის ვაუჩერით დაკმაყოფილება ზამთრის პერიოდში;

ვ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა მიზნობრივი სოციალური დახმარებითა და სამედიცინო დაზ­ღვევით უზრუნველყოფა;

ზ) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სტუდენტთა სას­წავლო დაფინანსებით უზრუნველყოფა;

თ) კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის დანგრეული/დაზიანებული საცხოვრებელი სახ­ლების აშე­ნება ან გარემონტება.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტრომ ამ პრინციპების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – საკანონ­მდებლო ცვლილებების პროექტი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე