დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №156
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის იანვარ-თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი დანართის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 600.0 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 100.0 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 100.0 |
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 600.0 |
| სულ | 1,400.0 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები