დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
155
24/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008
000000000.00(0).000.000000
დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 155

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, დიდველზე 16 541 მ2 ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი 2) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, დიდველზე ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, კერძოდ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ბაკურიანის 4-1-9 სარეინჯეროს 18 კვარტალის 8 უბანში 16 541 მ2 ფართობი.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ზ. გამცემლიძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.        

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე