საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის №1 ლოტის (თელეთი –კოდა –ფარცხისი) სარეაბილიტაციო სამუშაოთა საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
150
24/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის №1 ლოტის (თელეთი –კოდა –ფარცხისი) სარეაბილიტაციო სამუშაოთა საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №150

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის №1 ლოტის (თელეთი –კოდა –ფარცხისი) სარეაბილიტაციო სამუშაოთა საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსების შესახებ

სსიპ – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის №1 ლოტის (თელეთი –კოდა – ფარცხისი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს:

ა) 2008-2010 წლებში თელეთი –კოდა – ფარცხისის საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესა-ბამისად;

ბ) სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართვე-ლოს (ემ-სი-ჯი)“ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის №1 ლოტის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება არსებული საფარის მაქსიმალური გამოყენებისა და დაწყებული ხიდის მშენებლობის დასრულების გათვალისწინებით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 2008-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტებით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე